მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა

პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმის მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს.

შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ მგალობლიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, მიხეილ მგალობლიშვილს სასამართლომ 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები