ცაბაძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში დაჭრილი მამაკაცი დღეს დილით გარდაიცვალა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებულს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
ინციდენტი ცაბაძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია მოსახლეობამ გამოიძახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დადგენილია და მიმდინარეობს ოპერატიული სამუშაოები მის დასაკავებლად. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები