ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

სროლა თბილისის ცენტრში – ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცს მარცხენა ქვედა კიდურზე ღია ჭრილობა აღენიშნებოდა და იგი ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, დაჭრილი მამაკაცი შარტავას ქუჩის მცხოვრებია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 236 და 118 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობისთვის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები