გიორგი მარგველაშვილის ცოლისძმას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმა – მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცავებმა მგალობლიშვილი სსკ-ის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული ბრალდება ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის მეუღლის ძმას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მომხდარზე კომენტარს მგალობლიშვილის ადვოკატი ჯერჯერობით არ აკეთებს.
მიხეილ მგალობლიშვილი სამჯერ არის ნასამართლევი. მას ბოლოს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა პრეზიდენტის შეწყალებით, 2015 წელს გათავისუფლდა. მგალობლიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამი წელი გაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები