ბაკურიანში აფთიაქი და რესტორანი გაქურდეს – დამნაშავეთა ვინაობა დადგენილია (ფოტო)

წუხელ ღამით ბაკურიანში აფთიაქი და რესტორანი „ანაგი” გაქურდეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმე გახსნილია და სავარაუდო დამნაშავეთა ვინაობა დადგენილია – ისინი არასრულწლოვნები არიან. გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, აფთიაქის მინის კარი ჩამტვრეულია, სწორედ ამ გზით შევიდნენ გაქურდვის მიზნით არასრულწლოვნები. უცნობია, კონკრეტულად რა წაიღეს აფთიაქიდან. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები.
რაც შეხება რესტორან „ანაგის” გაქურდვის ფაქტს, შემთხვევა, დაახლოებით, ღამის 2 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 70 ლარი, სიგარეტები და სასმელები.

download (3)
download (2)
download (1)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები