დღეს ეროვნული გალერეის კარი ყველა მსურველისთვის გაიღება

13 იანვარს, 21:00 საათიდან 00:30 საათამდე, ეროვნული გალერეის კარი ყველა მსურველისთვის გაიღება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ გალერეაში განუცხადეს, სტუმრებს  უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ნიკო ფიროსმანაშვილის ახლად რესტავრირებული სურათი ,,სვირი”, დაათვალიერონ გალერეის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები, მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას და რაც მთავარია, შეხვდნენ ახალ წელს გალერეაში.
კარი 21:00 საათზე გაიღება. 22:00 საათიდან  მასპინძელი მუსიკალური ბენდიც იქნება.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები