მოწმე: ბათუმში, „თეთრი მაგნოლიასთვის“ განკუთვნილი თანხები სხვადასხვა ობიექტების მშენებლობას მოხმარდა

მაია და გურამ რჩეულიშვილებმა „თეთრი მაგნოლიას“ მშენებლობისთვის განკუთვნილი დაახლოებით 17 მილიონი ლარი სალაროდან გაიტანეს“, -ამის შესახებ “ცენტრ პოინტ აჭარას“ მთავარმა ბუღალტერმა, დინა სიდამონიძემ განაცხადა, რომელიც დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა.
როგორც სიდამონიძემ აღნიშნა, ბათუმში, „თეთრი მაგნოლიასთვის“ განკუთვნილი თანხები სხვადასხვა ობიექტების მშენებლობასა და მიწის ნაკვეთების შეძენას მოხმარდა.
“დაახლოებით 17 მილიონი გაიტანეს. ამ თანხიდან გურამ რჩეულიშვილმა ნაკლები თანხა გაიტანა, დანარჩენი თანხა კი – მაია რჩეულიშვილმა. ამ თანხებით ხდებოდა შეძენა სხვადასხვა ადგილებზე მიწების და ასევე, ხმარდებოდა სხვადასხვა ობიექტების, მათ შორის რესტორნის მშენებლობას”, – განაცხადა დინა სიდამონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები