სამართალდამცველებმა პოლიციელის დაჭრის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შს სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წუხელ თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე, სამი პირია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, პოლიციელს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები