„ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა მაია რჩეულიშვილის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება

“ცენტრ პოინტის” საქმის მოსამართლემ, მაია შოშიაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გადადების შესახებ. საქმის განხილვა ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება.
მოსამართლის თქმით, ბრალდებულის განცხადებას, რომ სუსტად ყოფნის გამო ვერ დაესწრება დღევანდელ პროცესს, არ ერთვის ექიმის დასკვნა, რომლითაც დადასტურდება, რომ მაია რჩეულიშვილი შეუძლოდ ყოფნის გამო ვერ გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
სასამართლოზე ამ დროისთვის ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან, კერძოდ, “ცენტრ პოინტ” აჭარის ბუღალტრები, რომლებიც, როგორც პროკურორები აცხადებენ, მაია რჩეულიშვილის მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები