გლდანში სუპერმარკეტი „ფრეშმარტი“ დააყაჩაღეს

დღეს დილით გლდანში სუპერმარკეტი „ფრეშმარტი“ დააყაჩაღეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ. სალაროდან თანხაა წაღებული, თუმცა რაოდენობა უცნობია. უცნობია თავდამსხმელების რაოდენობაც.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „კვირას“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები