გვიან ღამით პოლიციელი დაჭრეს

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, გვიან ღამით პოლიციელი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციელს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები