გიორგი მარგველაშვილის სიძე დაჭრეს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს, შემთხვევა თბილისში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.
ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, მომხდარს შსს-ში ადასტურებენ. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118 და 236, მუხლით, მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები