სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვაში ბრალდებული ყოფილი მინისტრი საქალაქო სასამართლომ გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი მამუკა ნიკოლაიშვილი გაამართლა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის არცერთი შუამდგომლობა არ გაიზიარა და ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს ბრალდება მოუხსნა. ბრალდების მხარე მამუკა ნიკოლაიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვას ედავებოდა. ს15942458_1281574368553106_1663141427_nაუბარია დაახლოებით 1 მილიონ დოლარზე. პროკურატურა მისთის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე ხნის წინ გამოაცხადა.
ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და აცხადებს, რომ გამოძიებას მამუკა ნიკოლაიშვილის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები გააჩნდა. მამუკა ნიკოლაიშვილზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. იგი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებდა. სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე მას ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოიღებენ და სამშობლოში დაბრუნებას სწორედ ამის სემდეგ შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები