აშშ-ის ეკლესიაში შავკანიანების მკვლელობისთვის დილან რუფს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 22 წლის დილან რუფს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. რუფი დამნაშავედ ცნეს ქალაქ ჩარლსტონის ეკლესიაში 9 შავკანიანი ადამიანის მკვლელობაში. სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობა რასიზმის ნიადაგზე მოხდა. სასამართლო პროცესის დროს რუფს დანაშაული არ უღიარებია და მან განაცხადა: „მე ვგრძნობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, ახლაც ვგრძნობ, რომ ეს უნდა გამეკეთებინა“. თავდასხმა ემანუელის ეკლესიის შავკანიან მრევლზე 2015 წლის 17 ივნისს მოხდა. ეკლესიაში ბიბლიის სწავლების გაკვეთილის მიმდინარეობისას, დილან რუფი ეკლესიაში შევიდა და სროლა ატეხა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის ეკლესიის წინამძღვარი პასტორი კლემენტა პინკნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები