“British Airways”-ის ბორტგამცილებლებმა ორდღიანი გაფიცვა დაიწყეს

ავიაკომპანია “British Airways”-ის ბორტგამცილებლებმა ორდღიანი გაფიცვა დაიწყეს. მასში ავიაკომპანიის 2 ათასი თანამშრომელი მონაწილებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ბორტგამცილებლები აცხადებენ, რომ ავიაკომპანია მათ წელიწადში 21-25 ათასი ფუნტის გადახდას დაჰპირდა, სინამდვილეში კი მათი ხელფასი წელიწადში 12 ათას ფუნტს შეადგენს. რამდენიმე დღის წინ კომპანიის წარმომადგენლები ბორტგამცილებლებს ხელფასის 2%-ით გაზრდას დაჰპირდნენ, თუმცა მოგვიანებით ამაზე უარი განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები