თბილისის საქალაქო სასამართლოში “ცენტრ-პოინტის” საქმის განხილვა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს “ცენტრ-პოინტის” საქმე უნდა განიხილონ.
ბათუმის “მაგნოლიის” ეპიზოდზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილის ადვოკატი სასამართლოს პროცესების გადადების შუამდგომლობით მიმართავს.
აღნიშნულის მიზეზად მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. ბრალდებულის ადვოკატის, მარინა ცუცქირიძის განცხადებით, დაცვის მხარე პროცესების ბრალდებულის დასწრების გარეშე ჩატარების წინააღმდეგია. პროცესი 10:00 საათისთვის იყო ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები