რატი გაჩეჩილაძე სასამართლო დარბაზიდან 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. შესაბამისად, გაჩეჩილაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ბრალდება რატი გაჩეჩილაძისთვის 5 ათასლარიან გარაოს მოითხოვდა. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. მათი თქმით, რატი გაჩეჩილაძე აღმკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო, ხოლო გირაო უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო. დაცვის მხარემ გირაოს ოდენობად სასამართლოს მინიმალური, ათასი ლარი შესთავაზა. საბოლოოდ, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა და გაჩეჩილაძეს 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრალდებულმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს 13.00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები