თურქეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი მას ფეთჰულაჰ გიულენს გადასცემს
თურქეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ, ანკარას, ოპოზიციონერ ისლამის მქადაგებელს ფეთჰულაჰ გიულენს გადასცემს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციის შეცდომებს არ გაიმეორებს და ფეთჰულაჰ გიულენს თურქეთს გადასცემს,“ – განაცხადა მინისტრმა.
თურქეთი ფეთჰულაჰ გიულენს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ანკარა მის ექსტრადირებას ითხოვს, მაგრამ არაერთი თხოვნის მიუხედავად, აშშ-ის ხელისუფლებას გიულენის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.