რატი გაჩეჩილაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი 19:00 საათისთვის არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. მას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ძალადობას გულისხმობს. რატი გაჩეჩილაძე „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს თავს ორი დღის წინ ერთ-ერთ კაფეში დაესხა.