რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. არსებული ინფორმაციით, მას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობას გულისხმობს.
ბრალდებული ჯერჯერობით თბილისის მთავარი სამართველოს დროებით იზალოტორში რჩება. ამ ეტაპზე დასრულდა მისი მეგობრების მოწმის სტატუსით დაკითხვა. ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებს სასამართლო რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.
გაჩეჩილაძის დაცვის მხარის შეფასებით, ნიკა გვარამია მომხდარის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი, რატი გაჩეჩილაძე ერთ-ერთ კაფეში თავს ორი დღის წინ დაესხა. მოგვიანებით, გაჩეჩილაძემ დანაშაული ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აღიარა.