ადვოკატი: ერთი-ორი გარტყმისთვის რატი გაჩეჩილაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს

ერთი-ორი გარტყმისთვის რატი გაჩეჩილაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს, – ამის შესახებ ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში ბრალდებულის რატი გაჩეჩილაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა.
როგორც ლილი გელაშვილმა აღნიშნა, რატი გაჩეჩილაძე აღიარებს ცემას, თუმცა მისი შეფასებით, აღნიშნული ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს, როგორც ადმინისტრაციული დარღვევა.
”მიმაჩნია, რომ ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი ქმედება. იყო ერთი-ორი გარტყმა და ამის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს. ეს უნდა იყოს ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება”, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რით იყო გამოწვეული რატი გაჩეჩილაძის ქმედება, ლილი გელაშვილის თქმით, ეს იყო ”ნასვამი ახალგაზრდა ბიჭის სპონტანური რეაქცია და არა პოლიტიკური ნიშნით ანგარისშწორება“.
„ეს გამოწვეული იყო ნიკა გვარამიას მხრიდან მისი მამის და ბიძის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო”, – აღნიშნა ადვოკატმა.
რატი გაჩეჩილაძეს სამართლადამცავები ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები