ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძის მეგობრის, მოწმე გიორგი ფანცულაიას დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძის მეგობრის, მოწმე გიორგი ფანცულაიას დაკითხვა მიმდინარეობს.
გიორგი ფანცულიას ადვოკატის ნიკოლოზ ბიბილაშვილის ინფორმაციით, გიორგი ფანცულაია შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ინციდენტის უშუალო თვითმხილველია.
”შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დააფიქსირებს იმ რეალობას, რაც მოხდა უშაუალოდ და არა იმას, რაც ვრცელდება. საქმიდან გამომდინარე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.
ცნობისათვის, 7 იანვარს, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ლევან გაჩეჩილაძის შვილი, რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები