სამართალდამცველებმა ნიკა გვარამიაზე თავდასხმისთვის რატი გაჩეჩილაძე დააკავეს – ვიდეო

შსს-მ ნიკა გვარამიაზე თავდასხმისთვის რატი გაჩეჩილაძე დააკავა, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა გუშინ საღმოს მოხდა. “რუსთავი2”-ის გენერალურ დირექტორს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები