ალილოს მონაწილეებმა პრეზიდენტს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს

ალილოს მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს  ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს.
პრეზიდენტის სასახლეში  გიორგი მარგველაშვილმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო საჩუქრები ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად გადასცა.
„დღეს, ამ მშვენიერ მზიან დღეს, მსურს, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული- დღე, როდესაც ჩვენში იბადება ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთისათვის მხარდაჭერისა და გაზიარების უნარი. ეს მშვენიერი რიტუალიც ამის გამოხატვაა, როდესაც ჩვენ გვაქვს უნარი, გვიყვარდეს ერთმანეთი და ვუზიარებდეთ ერთმანეთს სიკეთეს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები