საშობაო ალილოს მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ

საშობაო ალილოს მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. მსვლელობა 2 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მანამდე, მეალილოები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. შენობის წინ მსვლელობის მონაწილეებს გიორგი მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ.
პრეზიდენტი საშობაო ალილოს მონაწილეებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ამის შემდეგ მსვლელობა საპატრიარქოსკენ გაემართა, სადაც მეალილოებს საქართველოს პატრიარქი – ილია-II შეხვდა.
მსვლელობის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მოხუცებულთა თავშესაფრებისთვის და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის შემოწირულობას დილიდან აგროვებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები