ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს. საზეიმო წირვა-ლოცვა 32-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა დავით ბუტიკაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.
საზეიმო წირვა-ლოცვას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდა, სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები