თურქეთში უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით 4 რეისი გადაიდო
შობის ღამეს, 7 იანვარს, თურქეთში უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით 4 რეისი გადაიდო. ამის შესახებ “კვირას” თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, საუბარია კომპანიების “თურქიშისა” და “ატლას გლობალის” რეისებზე. თუმცა წუხელვე თბილისიდან 2 რეისი მიიღო, საბიჰა გოქჩენის აეროპორტმა.
“ამ ეტაპზე, ჩვენთვის უცნობია, როდის განახლდება თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ავიარეისები” – აცხადებენ აეროპორტის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის აეროპორტები შეფერხებებით მუშაობს – საქართველოს მოქალაქეები თბილისში გამოფრენას ვერ ახერხებენ. სტამბოლის ათათურქის და გოქჩენის აეროპორტებში ავიარეისების დიდი ნაწილი დიდთოვლობის გამო, გაუქმდა, რეისების ნაწილი კი გადაიდო.
საერთო ჯამში, ათათურქისა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტებში 400-მდე ავიარეისი გაუქმდა.