გიორგი ალიბეგაშვილი სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, გიორგი ალიბეგაშვილმა მართლმადიდებელ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა, ჯანმრთელობა და ქვეყნის კეთილდღეობა უსურვა.
,,შობა არის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული, რადგან სწორედ შობას უკავშირდება მაცხოვრის განკაცება და ის სასწაული, რომელიც ჯვარცმითა და აღდგომით დასრულდა. შობა არის მარადიული განახლებისა და სიკეთის გამარჯვების რწმენა, იმედი იმისა, რომ ქვეყანა ერთსულოვნებით ყოველთვის შეძლებს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებასა და გამოწვევების დაძლევას. მთელ საქართველოს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვისურვებ, ეს წელი საყოველთაო სიყვარულის, მშვიდობის, ჯანმრთელობის, სიუხვისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს’’, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
სადღესასწაულო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები