გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე შტორმმა „აქსელმა“ უხვი ნალექი მოიტანა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. სინოპტიკოსების თქმით, ეს უძლიერესი წყალდიდობაა გერმანიაში 2006 წლიდან.
Deutsche Welle–ს ინფორმაციით, შტორმმა Reederei Maersk–ის სატვირთო გემიდან რამდენიმე კონტეინერი წაიღო, რის გამოც ზღვამ გერმანიის სანაპიროზე ათიათასობით სააღდგომო კვერცხი და სათამაშოები გაიტანა.
წელიწადის ამ დროს წყალდიდობები გერმანიაში ძალზე იშვიათად ხდება.