სირიაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა – დაღუპულია 9 ადამიანი

სირიის ქალაქ ჯაბლაში, რომელსაც სახელისუფლო ძალები აკონტროლებენ, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დაიღუპა 9 და დაშავდა 25 ადამიანი. ამის შესახებ სირიის სამთავრობო ტელევიზია იუწყება.
თავის მხრივ, სააგენტო „ფრანს პრესის” ცნობით, ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა.
სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ეს პირველი მასშტაბური ტერორისტული თავდასხმაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები