თურქეთის ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა – დაჭრილია სამი ადამიანი

თურქეთის ქალაქი იზმირში, სასამართლოს შენობასთან აფეთქება მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა. ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ CNN Turk იუწყება.
აფეთქების მომენტში სასამართლოს შენობასთან საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტებს და პოლიციის თანაშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. სამართალდამცველებმა ორი თავდამსხმელი ადგილზე გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები