გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში ბოლო 10 წლის მანძილზე უძლიერესი წყალდიდობა მოხდა (ვიდეო)

ძლიერმა წვიმებმა გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში ბოლო 10 წლის მანძილზე უძლიერესი წყალდიდობა გამოიწვია. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
რამდენიმე ქალაქის ქუჩები დატბორილია, დაზიანდა ავტომობილები, პირველ სართულზე მდებარე კაფეები და დახლები. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა ქალაქ ვისმარში შეიქმნა, სადაც წყლის დონე 1,83 მეტრით არის აწეული.
სპეციალისტები ამბობენ, რომ გერმანიაში წყალდიდობები ხშირად ხდება, მაგრამ არა იანვარში, არამედ გაზაფხულზე.

_93272747_037114333-1
001

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები