სტამბოლის ღამის კლუბზე თავდამსხმელი სირიის ქალაქ რაქაში ჩავიდა

ტერორისტი, რომელიც ახალი წლის ღამეს სტამბოლში ღამის კლუბს თავს დაესხა და 39 ადმიანი მოკლა, სირიის ქალაქ რაქაში ჩავიდა. ამის შესახებ არაბული მედია იუწყება. რაქა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს პირი ისლამისტების ბანაკებში დიდი ხნის განმავლობაში სპეციალურ მომზადებას გადიოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას აბუ მუჰამედ ჰორასანი ჰქვია.
რაც შეეხება მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავდასხმა ღამის კლუბზე ყირგიზეთის მოქალაქემ იახია მაშრაპოვმა მოაწყო, არ დადასტურდა. მაშრაპოვი თურქეთის პოლიციამ 1–ელ იანვარსვე დააკავა, მაგრამ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. ცნობისთვის, სტამბოლის ღამის კლუბ Reina–ზე ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი, მათ შორის 27 უცხოელი დაიღუპა. დაიჭრა 70–ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები