საფრანგეთში კოსოვოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ კოსოვოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი რამუშ ხარადინაი დააკავა. ეს სერბეთის ხელისუფლების მიერ  გაცემული ორდერის საფუძველზე მოხდა.
კოსოვოს ყოფილი პრემიერი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, აეროპორტში დააკავეს, ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა საფრანგეთის ხელისუფლება სერბეთისთვის მის გადაცემას. სერბეთში ხარადინაი სამხედრო დანაშაულისთვის იძებნება.
კოსოვოს ხელისუფლება მომხდარს მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ მთავრობის ყოფილი მეთაურის გათავისუფლებაზე მუშაობს.
ხარადინაი 1998 –1999 წლებში კოსოვოს შეიარაღებულ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობდა. სერბეთი მას ეთნიკური სერბების გენოციდში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები