კახა კუჭავა: ჩინეთის ძირითად ეკონომიკურ მოვლენათა სიაში საქართველოს დასახელება ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობაზე მიუთითებს

ჩინეთის 2016 წლის ძირითად ეკონომიკური მოვლენათა შორის საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების ათეულში მოხვედრას, დეპუტატი კახა კუჭავა დადებითად აფასებს.
პარლამენტის უმრავლესობის წევრის თქმით, ჩინეთის ძირითად ეკონომიკურ მოვლენათა სიაში საქართველოს მე-8 ადგილზე გასვლა, მიანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანა ჩინეთისთვის.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთის ბაზარი და ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და მის 2016 წლის ეკონომიკურ მოვლენებში საქართველო ათეულში ხვდება, ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთისთვისაც საქართველოსთან გაფორმებული თავისუფლი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება“,- განაცხადა კუჭავამ.
კუჭავას თქმით, ჩინეთთან თავისუფლი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დადებამ, საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციათა ზრდა გამოიწვია. „საქართველოს ექსპორტი გაიზარდა და საუბარი არ არის მხოლოდ ღვინოზე, რომელიც 100%-ით არის გაზრდილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ციფრები და პროცენტული მაჩვენებლები მომავალში კიდევ უფრო მზარდი იქნება“, – განაცხადა კუჭავამ.
ცნობისთვის, 2016 წლის ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება მერვე ადგილზე მოხვდა. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად 2016 წლის 5 ოქტომბერს დასრულდა და მხარეებს შორის მოლაპარაკების დასრულების შესახებ მემორანდუმის გაფორმდა. დარჩენილია მხოლოდ სამართლებრივი პროცედურები, რაც ხელმოწერისთვის არის საჭირო ორივე მხარისთვის. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ თებერვალ-მარტში ხელშეკრულება მზად იქნება ხელმოსაწერად, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის პარლამენტმა უნდა მოახდინოს დოკუმენტის რატიფიცირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები