საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. დირექტორობის კანდიდატებთან სამეურვეო საბჭოს შეხვედრები დღეს გაიმართა. კენჭისყრა 12:00 საათზეა დანიშნული.
კონკურსის მეორე ტურში სულ 5 კანდიდატი მონაწილეობს – ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და თინათინ ბერძენიშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩეული იქნება ის კანდიდატი, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრთა მინიმუმ ხუთ ხმას მიიღებს.
თუ 5 ხმის დაგროვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, მაშინ დაინიშნება მეორე ტური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები