ბანგლადეშის დედაქალაქის აეროპორტში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სწორ ნაწლავით ერთ კილოგრამზე მეტი ოქრო გადაჰქონდა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკას აეროპორტში კონტრაბანდისტი დააკავეს, რომელსაც სწორ ნაწლავით 12 ცალი 100–გრამიანი ოქროს ზოდი  გადაჰქონდა. ოქროს საერთო წონა ერთ კილოგრამზე მეტი იყო.
ოქრო რენტგენის დახმარებით აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილი დაკავებულია. დაკაში ის მალაიზიიდან ჩაფრინდა.
ამ მეთოდით ოქროს გადატანის მცდელობა დაკას აეროპორტში ადრეც დაფიქსირებულა. კერძოდ, 2016 წელს ორი მსგავსი შემთხვევა მოხდა. ერთ შემთხვევაში დაკავებულს  600, ხოლო მეორე კონტრაბანდისტს 800 გრამი ოქრო სწორი ნაწლავით გადაჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები