ერაყში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ქალაქ მოსულში, რომლის ნაწილს სამთავრობო ძალები, ნაწილს კი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები აკონტროლებენ, თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად  14 ადამიანი დაიღუპა და 32 დაიჭრა. ამის შესახებ ერაყის უშიშროების ძალები იუწყებიან.
როგორც ერაყის პოლიციის ოფიცერმა ადნან ალ–ხაბურიმ განაცხადა, ტერორისტი ბულდოზერით გადაადგილდებოდა და თავი იმ მომენტში აიფეთქა, როდესაც მას სამთავრობო ძალებმა ალყა შემოარტყეს.
ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს მოსულის ალ–ვიჰდას რაიონი დაიკავეს. “ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია გრძელდება.
ახლა სამთავრობო ძალები მოსულის მეოთხედს აკონტროლებენ, რომელიც ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალურ დედაქალაქად ითვლებოდა.
ერაყის მთავრობა აცხადებს, რომ ქალაქის სრულ აღებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები