დავით აფციაური: ის, რომ საქართველო ჩინეთის საზოგადოებისთვის ცნობილია, არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი

ჩინეთში, ვიეტნამსა და მონღოლეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის დავით აფციაურის შეფასებით, ის რომ, ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმება მოხვდა, დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან ჩინეთს ნამდვილად უნდა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.
„საქართველომ დაიკავა მე-8, ძალიან საპატიო და პრესტიჟული ადგილი. ის, რომ საქართველო ჩინეთის საზოგადოებისთვის ცნობილია, არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. ეს კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტია იმისა, რომ საქართველოსთან ჩინეთს ნამდვილად უნდა, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. მათ შორის ვაჭრობაში, რომელიც ნებისმიერი საქმიანი კონტაქტების მამოძრავებელი ძალაა“, – განაცხადა დავით აფციაურმა.
2016 წლის ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმება მერვე ადგილზე მოხვდა. შესაბამისი გამოკითხვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა. „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” ჩინეთ-საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების საკითხს ჩინეთის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის „ვეისინის”მომხმარებელთა უმრავლესობამ მისცა ხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები