სტამბოლში, ბეშიქთაშის სტადიონთან ტერაქტის დროს დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
პოლიციის ოფიცერი მუამერ ნიქაქოღლუ, რომელიც 10 დეკემბერს სტამბოლში, ბეშიქთაშის სტადიონთან მომხდარი ტერაქტის დროს სერიოზულად დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. გარდაცვლილი ოფიცერი 23 წლის იყო
ცნობისთვის, 10 დეკემბერს სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა და 155 დაიჭრა. ტერორისტების თავდასხმის ობიექტი პოლიციელები იყვნენ.