„საახალწლო ნაძვის ხე“ მოზარდ მაყურებელთა თეატრში

 27 დეკემბრიდან 21 იანვრის ჩათვლით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებს და მათ მშობლებს მუსიკალურ წარმოდგენაზე „საახალწლო ნაძვის ხე“ ეპატიჟება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებულ ფერად წარმოდგენაში თავს მოიყრიან ზაღაპრების გმირები: მგელი, მელა, კურდღელი, თოვლის გუნდა, ცეცხლი, მიმი, კაკტუსი, სალამურა, ჭიამაია, ციცინათელა, უცხოპლანეტელები…
საახალწლო მეჯლისი წარმოუდგენელია თოვლის პაპის, თოვლის ბებია ლოლოსა და ლაპლანდიელი სანტას გარეშე. როგორ განვითარდება მოვლენები? რით დასრულდება ზღაპრების გმირთა თავგადასავალი? – ამას  მოზარდ მაყურებელთა თეატრის მეჯლისიდან შეიტყობთ.
მონაწილეობენ: გიორგი ჯიქურიძე, ნიკა ნანიტაშვილი, ნიკა ფაიქრიძე, ნინო ლეჟავა, ლევან გვაზავა და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები