სირიაში თურქი სამხედრო დაიღუპა

ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია “ევფრატეს ფარის“ ფარგლებში სირიის ქალაქების ზამარია, სულფანიას და ქაბრ ალ–მუკრის მიდამოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ 14 ტერორისტი გაანადგურეს.
ასევე განადგურებულია ისლამისტების 12 ობიექტი, მათ შორის იარაღის საწყობები, შტაბი და საცეცხლე პოზიციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები