საბერძნეთში აშშ–ის საელჩოზე 2007 წელს მომხდარი თავდასხმის მონაწილე დააკავეს

საბერძნეთში პოლა რუპა დააკავეს, რომელიც აშშ–ის საელჩოზე 2007 წელს მომხდარი თავდასხმის მონაწილეა. 48 წლის რუპა ათენში დღეს დააკავეს. მასთან ერთად 25 წლის ქალია დაკავებული, რომელიც ტერორიზმში ეჭვმიტანილის დამალვაშია ბრალდებული. ამის შესახებ „ბი ბი  სი“ იუწყება.
პოლა რუპა და მისი მეუღლე ნიკოს მაზიოტისი მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფებას „რევოლუციურ ბრძოლას“ ხელმძღვანელობდნენ. ამ დაჯგუფებამ 2007 წელს აშშ–ის საელჩოზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.
მაშინ ყუმბარმტყორცნიდან გაშვებული ჭურვი ათენში შეერთებული შტატების საელჩოს ტუალეტში აფეთქდა. არავინ დაშავებულა, თუმცა დაჯგუფება ტერორისტულად გამოცხადდა, ხოლო რუპა და მაზიოტისი საბერძნეთის ყველაზე საშიშ დამსავეთა სიაში მოხვდნენ. მათ დასაკავებლად ერთი მილიონი ევროს ჯილდო დაწესდა.
მაზიოტისი პოლიციამ 2014 წელს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები