თურქეთში სტამბოლის ტერაქტთან დაკავშირებით 40 პირი დააკავეს

თურქეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა 40 პირი დააკავეს, რომლებიც სტამბოლში ახალი წლის ღამეს მომხდარ ტერაქტში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ გამოცემა Dogan–ი იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ყაზახეთის, ყირგიზეთის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ტერორისტი, რომელიც ყაზახეთის მოქალაქეა, თურქეთში ცოლთან და ორ შვილთან ერთად ჩავიდა, მან სახლი იქირავა, ვიდრე კლუბზე თავდასხმას მოაწყობდა.
სტამბოლში 1 იანვარს მომხდარ ტერაქტს 39 ადამიანი ემსხვერპლა. თავდამსხმელი მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები