„მაკნატუნას“ ზღაპარს წინასაშობაოდ ოპერის თეატრი წარმოადგენს

6 იანვარს, 20:00 საათზე,  „მაკნატუნას“ ზღაპარი ამჯერად „თბილისი მოლში“ იქცევა რეალობად –  თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასი დიდ საახალწლო წარმოდგენას გამართავს მეორე სართულზე.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ახალი წელი ჯადოსნური ზღაპარის გაცოცხლების დროა.
„მაკნატუნას“ გმირები მოყვებიან მამაცი გოგონასა და მოჯადოებული პრინცის შესახებ, მარციპანის სასახლეში განვითარებული სიყვარულისა და მეგობრობის ამბავი გადაიშლება. იქნება ულამაზესი მუსიკას და უპრეცედენტო შოუს – ბალეტი „თბილისი მოლში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები