სემეკი – მოქალაქეებს შეუძლიათ გაზის გაზრდილ საფასურთან დაკავშირებით განცხადებით მოგვმართონ

გაზის სექტორში ტარიფები უცვლელია. მოქალაქეებს შეუძლიათ გაზის გაზრდილ საფასურთან დაკავშირებით განცხადებით მოგვმართონ, რასაც ინდივიდუალურად შევისწავლით, – ამის შესახებ სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც სემეკ-ში აცხადებენ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით არც ერთ გამანაწილებელ კომპანიას ტარიფების გადახედვის მოთხოვნით არ მიუმართავს.
„შესაბამისად, ბუნებრივი გაზის რეგულირებად სეგმენტში ტარიფები უცვლელია. მოქალაქეებს შეუძლიათ მომართონ კომისიას შესაბამისი განაცხადით ან დატოვონ შეტყობინება კომისიის ცხელ ხაზზე – 2420180. კომისია შეისწავლის საკითხებს ინდივიდუალურად“, – ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დედაქალაქის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გაზგამანაწილებელი კომპანიის მიმართ პრეტენზიები აქვთ. მათ სოციალურ ქსელში ქვითრები გაავრცელეს და აცხადებენ, რომ 2016 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის დანახარჯი საგრძნობლადაა მომატებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განცხადება გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები