„ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის სასამართლო განხილვა შესაძლოა კვლავ გადაიდოს

მაია რჩეულიშვილის ადვოკატი ვარაუდობს, რომ „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის სასამართლო განხილვა დღესაც გადაიდება. როგორც მარიამ ცუცქირიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხდომებზე დასწრება სურს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამას ვერ ახერხებს.
ადვოკატის თქმით, სასამართლო ვალდებულია მოცემულ ვითარებაში პროცესი გადადოს.
„გამოვითხოვე ახალი დოკუმენტაცია, სადაც დასტურდება, რომ მდგომარეობა კვლავ არის მძიმე, მას სჭირდება ოპერაცია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერაციისთვის მზადება. ბუნებრივია, ის ასეთ მდგომარეობაში პროცესს ვერ დაესწრება და კანონის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, დაელოდოს მაია რჩეულიშვილს როდის შეძლებს ის მონაწილეობის მიღებას სასამართლო პროცესში, ამიტომ კანონის თანახმად პროცესი ყველა შემთხვევაში უნდა გადაიდოს“, – აცხადებს მარიამ ცუცქირიძე.
შეგახსენებთ, რომ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საქმის განხილვა, რომელიც 3 იანვრისთვის იყო ჩანიშნული, 5 იანვრისთვის გადაიდო. რჩეულიშვილის ადვოკატი ითხოვს, რომ „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის სასამართლო განხილვები საავადმყოფოში გაგრძელდეს.
კომპანია „ცენტრ–პოინტის“ საქმეზე საქალაქო სასამართლომ რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვა და გირაოს შეფარდებაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები