ტორონტის აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

კანადის ქალაქ ტორონტოს პირსონის აეროპორტში ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ ტელეკომპანია CTV იუწყება. Pakistan International Airlines–ის და Air France–ის თვითმფრინავები ერთ–ერთ ჩასხდომის ტერმინალთან შეეჯახნენ ერთმანეთს. პაკისტანურმა თვითმფრინავმა მეორე ლაინერს ფრთა გაჰკრა. შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად მომხდარის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

586ca594e78b2

l_176717_112755_updates

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები