გიგლა აგულაშვილი დავით ბაქრაძეს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძეს შეხვდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა აშშ-თან არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე ისაუბრეს. საქართველოში სამთომოპოვებითი სექტორის რეფორმის ხელშეწყობა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში თანამშრომლობა; მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის ხელშეწყობა – ეს ის მიმართულებებია, რაშიც მხარეები მომავალშიც ითანამშრომლებენ. ასევე გაგარძელდება თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს დაძმობილებულ ეროვნულ პარკებს (კოლხეთი – პოინტ რეი, კალიფორნია; თუშეთი – როკი მაუნთინს, კოლორადო და ვაშლოვანი – ბედლენდი, სამხრეთ დაკოტა) შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები