ბელორუსიამ საკუთარ ტერიტორიაზე ნავთობის ტრანზიტისთვის ტარიფები გაზარდა

ბელორუსიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის ტრანზიტისთვის გადასახადი გაზარდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ახალი ტარიფები ძალაში შევა 1 თებერვალს და 31 მარტამდე იმოქმედებს. თავდაპირველად მინსკი ტარიფების 50%–ით გაზრდას ვარაუდობდა, მაგრამ მოსკოვის მხრიდან პროტესტის შემდეგ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. მოგვიანებით მხარეებმა სადავო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
საუბარია რუსეთიდან ევროპის მიმართულებით ორი მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებაზე.  საბოლოო გადაწყვეტილებით, ტარიფები დაახლოებით 7,7%–ით გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები